CEX.IO 8415.2$ Bitstamp 8322.37$ Kraken 8317.2$ Bittrex 8306$ Bitfinex 8305.4$ Exmo 8339.23$ YoBit 8652$ Hitbtc 8331.7$

რეგისტრაცია

ეწვიეთ რეგისტრაციის გვერდს.
შესაბამის გრაფებში ჩაწერეთ ელ.ფოსტა, პაროლი და მობილურის ნომერი.
გაეცანით მომსახურების პირობებს.  თანხმობის შემთხვევაში დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს.
მომდევნო გვერდზე უნდა გაიაროთ 2 ფაქტორიანი აუტენტიფიკაცია (2FA). კერძოდ, შესაბამის გრაფებში უნდა ჩაწეროთ ელ.ფოსტით და მობილურ ტელეფონში მიღებული კოდები. კოდების მითითების შემდეგ დააჭირეთ შემოწმების ღილაკს.
რეგისტრაციის დასასრულებლად აუცილებელია ორივე კოდის მითითება. 

“მაღაზიაში" ბიტკოინის შეძენა

მაღაზიაში ბიტკოინის შეძენა შეგიძლიათ რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
coinmania.ge გვერდზე დააჭირეთ ლურჯ ღილაკს წარწერით "მაღაზია".
გრაფაში "რამდენი ბიტკოინის ყიდვა გნებავთ?" ჩაწერეთ სასურველი ბიტკოინის რაოდენობა.
უჯრის ქვემოთ გამოჩნდება ჯამური თანხას დოლარსა და ლარში.
"შემდეგი ნაბიჯი" ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოჩნდება გადამოწმების გვერდი. 
ყურადღებით წაიკითხეთ განაცხადი.
თუ ყველაფერი მისაღებია დააჭირეთ ღილაკს "ეგარი".
30 წუთის განმავლობაში ბიტკოინის საფულეში ჩაგირიცხავთ შეძენილ ბიტკოინს.

ბიტკოინის შესაძენად აუცილებელია ლარის ბალანსზე გქონდეთ შესაბამისი რაოდენობის ლარი. თანხა უნდა გადმორიცხოთ წინასწარ, საბანკო გადმორიცხვით. დაწვრილებით


ბაზარში “მინდა გავყიდო” განაცხადის გამოქვეყნება

გაყიდვის განაცხადის გამოქვეყნება შეგიძლიათ რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
ამასთან ერთად აუცილებელია ბიტკოინის საფულეში გქონდეთ შესაბამისი რაოდენობის ბიტკოინი.

პირველ რიგში, ეწვევით ბაზარს. “მინდა გავყიდო" განაცხადები ჩანს მარცხენა მხარეს. "მინდა ვიყიდო" განაცხადები ჩანს მარჯვენა მხარეს.
დაამატეთ გაყიდვის განაცხადი. ამ გვერდზე უნდა მიუთითოთ გასაყიდი ბიტკოინების რაოდენობა და ერთეულის ფასი ლარში.

დააწკაპუნეთ ღილაკზე “შემდეგი ნაბიჯი”. გამოჩნდება გადამოწმების გვერდი.
“ეგარი” ღილაკზე დაწკაპუნებით განაცხადი გამოქვეყნდება.

“მინდა გავყიდო” განაცხადის დაკმაყოფილება

გაყიდვის განაცხადის დაკმაყოფილება შეგიძლიათ რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
ბიტკოინის შესაძენად აუცილებელია ლარის ბალანსზე გქონდეთ შესაბამისი რაოდენობის ლარი. თანხა უნდა გადმორიცხოთ წინასწარ, საბანკო გადმორიცხვით. დაწვრილებით
შეარჩიეთ სასურველი “მინდა გავყიდო” განაცხადი.
დააჭირეთ ღილაკზე “ვიყიდი”. გამოჩნდება განაცხადის გვერდი.

“ეგარი” ღილაკზე დაჭერის შემდეგ თქვენი ლარის საფულიდან შესაბამისი ლარები გადაირიცხება გამყიდველთან. გამყიდველის ბიტკოინი გადმოირიცხება თქვენ საფულეში. გადმორიცხული ბიტკოინი რამოდენიმე წამში ჩაირიცხება საფულეში.

"მინდა ვიყიდო" განაცხადის გამოქვეყნება

გაყიდვის განაცხადის გამოქვეყნება შეგიძლიათ რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
განაცხადის გამოსაქვეყნებლად აუცილებელია ლარის საფულეში გქონდეთ შესაბამისი რაოდენობის ლარი.

ეწვევით ბაზარს და დაამატეთ ყიდვის განაცხადი
განაცხადის გვერდზე მიუთითეთ შესასყიდი ბიტკოინის რაოდენობა და ერთეულის შესასყიდი ფასი.
დააწკაპუნეთ  ღილაკზე “ შემდეგი ნაბიჯი”.
გამოჩნდება  გადმოწმების გვერდი
“ეგარი” ღილაკზე დაწკაპუნებით განცხადება გამოქვეყნდება

"მინდა ვიყიდო განაცხადის დაკმაყოფილება

“მინდა ვიყიდო” განაცხადის დაკმაყოფილება შეგიძლიათ რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
განაცხადის დასაკმაყოფილებლად უცილებელია ბიტკოინის საფულეში ჩარიცხოთ განცხადების შესაბამისი ბიტკოინები.
ბაზარში განთავსებული “მინდა ვიყიდო” განცხადებებიდან შეარჩიეთ სასურველი. დააჭირეთ "გავყიდი".
გამოჩნდება გადამოწმების გვერდი.
ღილაკზე “ეგარი” დაჭერის შემდეგ თქვენი ბიტკოინი გადაირიცხება "მინდა ვიყიდო" განცხადების ავტორთან.

ლარის საფულის შევსება

ლარის საფულის შესავსებად ჩარიცხეთ სასურველი რაოდენობის ლარი თიბისი ბანკის ანგარიშზე GE48TB7256036080100010
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი რეგისტრაციის ელ. ფოსტის მისამართი, რომელიც ჩანს ზედა მარჯვენა კუთხეში.
მიმღები შპს "კოინმანია"
საიდენტიფიკაციო კოდი 405189166
დანიშნულება: თქვენი რეგისტრაციის ელ. ფოსტის მისამართი
თიბისი ბანკიდან გადმორიცხვის შემთხვევაში თანხა თქვენს საფულეში ჩაირიცხება 30 წუთის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ! თიბისი ბანკის გარდა სხვა ბანკებიდან 14:00 საათის შემდეგ გადმორიცხული თანხები თქვენს საფულეში ჩაირიცხება მომდევნო სამუშაო დღეს.

ლარის გატანა 

თანხის გასატანად შექმენით გატანის მოთხოვნა.
ახალი მოთხოვნის გვერდზე მიუთითეთ გასატანი თანხის რაოდენობა და მიმღები ანგარიშის ნომერი
საკომისიო - გასატანი თანხის 0% , მინიმუმ 1₾

თანხის გატანის მოთხოვნას დავამუშავებთ 30 წუთის განმავლობაში.
მოთხოვნილი თანხა ჩაგერიცხებთ შემდეგი წესის მიხედვით:  
თიბისი ბანკში იმავე  დღეს 30 წუთის განმავლობაში, თუ თანხა არ აჭარბებს 3000 ლარს.
3000 ლარზე მეტი თიბისი ბანკში შეიძლება ჩაირიცხოს მომდევნო სამუშაო დღეს, თუ გადმორიცხვა მოხდა დღის მეორე ნახევარში ან არასამუშაო დღეს.

სხვა ბანკებში თანხის ჩარიცხვა მოხდება იმავე დღეს თუ მოთხოვნას დაარეგისტრიტებთ 14:00 საათამდე.
14:00 საათის შემდეგ შემოსული მოთხოვნის შესაბამის თანხას გადმოგირიცხავთ მომდევნო სამუშაო დღეს.

ბიტკოინის მიღება

ბიტკოის მისაღებად უნდა შეხვიდეთ გვერდზე:  https://coinmania.ge/wallet/bitcoin/receive/  სადაც ჩანს თქვენი ბიტკოინის მისამართი. ფრთხილად დააკოპირეთ მისამართი ისე, რომ კოპირებისას არ დააკლდეს რომელიმე სიმბოლო.
მიუთითეთ დაკოპირებული მისამართი იმ ვოლეტში საიდანაც აგზავნით ბიტკოინის.
ბიტკოინების მიღება შესაძლებელია QR კოდის საშუალებითაც.

coinmania.ge არ აგებს პასუხს თქვენს მიერ ბიტკოინის არასწორი მისამართის მითითების შემთხვევაში.
საფულეში ბიტკოინების ჩარიცხვას შესაძლებელია დასჭირდეს რამოდენიმე წუთი (მნიშვნელობა აქვს საკომისიოს ოდენოაბს).

ბიტკოინის გაგზავნა

ბიტკოინის  გასაგზავნად უნდა შეხვიდეთ გვერდზე: https://coinmania.ge/wallet/bitcoin/send/
“რაოდენობა” გრაფაში ჩაწერეთ გასაგზავნი რაოდენობა.
“მიმღების მისამართი” გრაფაში” ჩაწერეთ ბიტკოინის საფულის მისამართი. გულდასმით შეამოწმეთ მიმღების მისამართი.

დააჭირეთ ღილაკს “შემდეგი ნაბიჯი”
ელ.ფოსტით  და sms- ით მიიღებთ კოდებს , რომლებსაც  ჩაწერთ გადამოწმების გრაფაში(2FA შემოწმება).
ეგარი ღილაკზე დაჭერის შემდეგ, როდესაც დავრწმუნდებით რომ ნამდვლიდა თქვენ ახორციელებთ ბიტკოინის გადარიცხვას, ბიტკოინი გადაირიცხება  მითითებულ მისამართზე.
coinmania.ge არ აგებს პასუხს თქვენს მიერ ბიტკოინის არასწორი მისამართის მითითების შემთხვევაში.

თქვენი ბიტკოინის საფულიდან სხვა საფულეში ბიტკოინის გადარიცხვის საკომისიო გამოჩნდება გადარიცხვის დროს.
მოცემული საკომისიო სრულად რჩება მაინერს.