მომსახურების პირობები



წინამდებარე პირობები აწესრიგებს ურთიერთობას თქვენს (შემდეგ „მომხმარებელი“) და 
შპს „კოინმანია“-ს შორის (შემდგომში „coinmania.ge“).  ვინაიდან კლიენტს აქვს სურვილი, იყიდოს ან გაყიდოს coinmania.ge ვებ-გვერდიდან  კრიპტოვალუტა და ამ მიზნით მიიღოს მომსახურება, მხარეები თანხმდებიან ქვემოთ მოცემულ პირობებზე, რომლის საფუძველზეც მოხდება coinmania.ge-ს მომსახურებების კლიენტისათვის შეთავაზება და მიწოდება.


ვგმობ რუსეთის აგრესიას საქართველოში და უკრანაში.
ვაცხადებ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომელიც შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წელს და უკრაინის ტერიტორიაზე 2014 და 2022 წელს.
ვაღიარებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაცხადებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.
ვაცხადებ, რომ არ გავაზიარებ რუსეთის სახელმწიფოს პროპაგანდას და დავუპირისპირდები ამ პროპაგანდას.
ვაცნობიერებ, რომ ამ პირობების დარღვევა გამოიწვევს ჩემი რეგისტრაციის გაუქმებას.

ტერმინთა განმარტებები:

კლიენტი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს პირობებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელიც ანიჭებს "კოინმანიას" უფლებას,
დაამუშავოს კლიენტის პერსონალური მონაცემები, მიიღოს მისგან დავალება ფინანსური
ოპერაციის განხორციელებაზე;  
ოპერაცია - კლიენტის და "კოინმანიას" სხვადსხვა ტიპის კრიპტოვალუტის
ანგარიშებს შორის კრიპტოვალუტის გადარიცხვა, კონვერტაცია ან/და ამ საქმიანობასთან
დაკავშირებულ მომსახურებაზე ნებისმიერი ოპერაცია;
მხარე - "კოინმანია" ან კლიენტი;
მხარეები - "კოინმანია" და კლიენტი ერთობლივად; 
ოფერტი - "კოინმანიას" მიერ საკუთარ ვებ.პორტალზე გამოქვეყნებული შეთავაზება კლიენტების მიმართ; 
პირობები - წინამდებარე პირობები; 
უნივერსალური იდენტიფიკატორები - "კოინმანიას" მიერ კლიენტისათვის
მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც კლიენტი
რეგისტრირდება ცენტრალური იდენტიფიკაციის სისტემაში და რომელთა
საშუალებით შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს "კოინმანიას"რიგი დისტანციური
მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;
განაცხადი - კლიენტის მიერ "კოინმანიას" ვებ.პორტალზე შევსებული მოთხოვნა ფინანსურ
ოპერაციაზე, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად, შეიცავს მითითებას
"კოინმანიას" მომსახურებების შესახებ კლიენტის მიერ მომსახურებების მიღებაზე; 
ტრანზაქცია - ნიშნავს კრიპტოვალუტის ან/და სხვა ფულადი სახსრების გადარიცხვას
მომხმარებლის ანგარიშზე; მომხმარებელთა შორის კრიპტოვალუტის ან/და სხვა ფულადი
სახსრების გადარიცხვის განხორციელებას;

    1. მომსახურების მოცულობა

1.1. მომხმარებელი ვალდებულია, coinmania.ge-ს სერვისების გამოყენებისას თავად
უზრუნველყოს იმ ქვეყნის კანონმდებლობის დაცვა, რომელშიც იგი აღნიშნული
სერვისების გამოყენების დროს იმყოფება.
1.2. მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ სავაჭრო ტრანზაქციების
დასრულებისას, ის ვაჭრობს სხვა მომხმარებლებთან, ხოლო coinmania.ge მოქმედებს,
როგორც შუამავალი მსგავს შეთანხმებებში და არა როგორც კონტრაგენტი.

      2. მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები

2.1. მომხმარებელს ეკრძალება, გამოიყენოს საიტის მომსახურება კრიმინალური
ქმედებებისათვის, ისეთის, როგორიცაა: ფულის გათეთრება, არალეგალური ოპერაციები, ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსება ან ჰაკერობა
ბოროტი განზრახვით და სხვა.

      3. მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები

3.1. ანგარიშის რეგისტრაციისას მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას მასზედ,
რომ:
  • გაეცნო სერვისის მოხმარების წესებს;
  • არის მინიმუმ 18 წლის და აქვს უფლება დაეთანხმოს ზემოაღნიშნულ პირობებს და იყოს მონაწილე აღნიშნული გარიგებისა;
3.2. მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ მის ანგარიშზე განთავსებული
კრიპტოვალუტა ეკუთვნის მას და მოპოვებულია კანონიერი წყაროებიდან;
3.3. მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ კრიპტოვალუტის განაღდებას მოახდენს
მხოლოდ საკუთარ ანგარიშზე, სხვა შემთხვევაში coinmania.ge იხსნის ნებისმიერ
პასუხისმგებლობას კრიპტოვალუტის განაღდებასთან დაკავშირებით;

4. coinmania.ge -ს უფლებები და ვალდებულებები

4.1. coinmania.ge იტოვებს უფლებას, შეაჩეროს მომხმარებლის ანგარიშის აქტივობა და
დაბლოკოს ანგარიშზე არსებული კრიპტოვალუტა ან/და ფულადი სახსრები, თუ
მომხმარებელი არ შეასრულებს ან/და დაარღვევს წინამდებარე პირობებს;
4.2. coinmania.ge პასუხს არ აგებს ნებისმიერი პირდაპირი და ირიბი ზიანისათვის,
დაკარგული მოგების/შემოსავლისათვის, რომელიც არ არის გამოწვეული coinmania.ge-ს
მიერ ვალდებულების დარღვევით;
4.3. კოინმანია მომხმარებლის საფულეში თანხას ჩარიცხავს მას შემდეგ, რაც კოინმანიას სისტემა აღმოაჩენს და დაინახავს კოინმანიას საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულს თანხას.
4.4. თაღლითობის შემთხვევის გამოვლენისას coinmania.ge ვალდებულია, ყველა საჭირო
ინფორმაცია, მათ შორის, სახელები, მისამართები და სხვა გამოთხოვილი ინფორმაცია
გადასცეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საგამოძიებო ორგანოებს;


5. coinmania.ge -ს განცხადებები და გარანტიები

5.1. პლატფორმაზე განხორციელებული ნებისმიერი დავალება ყიდვისა თუ გაყიდვის
თაობაზე უნდა განხორციელდეს ანონიმურად, ისე რომ მყიდველის და გამყიდველის
ვინაობა უცნობი დარჩეს. ტრანზაქციის ღირებულება განისაზღვრება მყიდველის და
გამყიდველის მიერ შესრულებული დავალებების, პლატფორმაზე არსებული ფასების
შესაბამისად, ტრანზაქციისთვის საჭირო საკომისიოს ჩათვლით.

6. ინტელექტუალური საკუთრების უფლება

6.1. მოცემულ საიტზე არსებული კონტენტი წარმოადგენს coinmania.ge-ს საკუთრებას
და დაცულია საავტორო უფლებით, პატენტით, სავაჭრო (სასაქონლო) ნიშნით;
6.2. სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო დასახელება, მომსახურების ნიშნები და ლოგოტიპები,
რომლებიც განთავსებულია coinmania.ge -ზე საკუთრების უფლებით ეკუთვნის
coinmania.ge -ს. პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაციები, ტექსტი, გამოსახულება,
გრაფიკა, მონაცემები, ფასები, საქონელი, ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც
გამოყენებულია აღნიშნულ საიტზე, ეკუთვნის coinmania.ge -ს. სავაჭრო ნიშნების და
სხვა კონტენტის კოპირება, მოდიფიცირება, გადამუშავება, ჩამოტვირთვა, განთავსება,
გადაგზავნა, შეკრება ან/და გავრცელება ნებისმიერი ფორმით ან/და ნებისმიერი
საშუალებით აკრძალულია. საიტზე არსებული კონტენტის განთავსება სხვა საიტზე ან
სხვა კომპიუტერულ ქსელში სასტიკად აკრძალულია; ნებისმიერი არასანქცირებული
გამოყენება, რაც დაარღვევს საავტორო უფლებას, პატენტის უფლებას, სასაქონლო
ნიშნის უფლებას გამოიწვევს დამრღვევი პირის მიმართ სისხლისამართლებრივი ან/და
სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას;

7. ტრანზაქციები

7.1. მომხარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მისი შეკვეთა შესრულდება მხოლოდ
სათანადო შემოწმების შემდეგ, ესმის და ეთანხმება შეკვეთის შინაარსსა და შესაძლო
შედეგებს. მომხარემებლი აცნობიერებს, რომ შეკვეთის შესრულების შემდეგ ტრანზაქცია
არ შეიძლება, გაუქმდეს;
7.2. შეკვეთების მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა იცვლება თითოეული სავაჭრო
წყვილისთვის და მისი ნახვა შესაძლოა სავაჭრო გვერდზე შეკვეთის განთავსების
შემდეგ;
7.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აღმოაჩენს საკუთარ ანგარიშზე რაიმე
ტრანზაციას, უცნობ დეპოზიტებს, ან/და საშუალებების გატანას, რაც მის მიერ არ იყო
შესრულებული, იგი ვალდებულია, დაუყონებლივ აცნობოს აღნიშნული coinmania.ge-ს
და შემდგომში მიყვეს coinmania.ge -ს ინსტრუქციებს. სხვა შემთხვევაში coinmania.ge
უფლებამოსილია, გამოძიების დასრულებამდე გაყინოს მომხმარებლის ანგარიში;
7.4. საფულის მისამართზე გადმორიცხული ვალუტა ან თოქენი, რომლის მხარდაჭერა არ აქვს საფულეს, დაიკარგება სამუდამოდ

ტრანზაქციის საფასური

8.1. მომხმარებელი ეთანხმება გადაუხადოს Coinmania.ge-ს საკომისიო ყოველი ტრანზაქციისთვის. 
8.2. ვაჭრობის დაწყებამდე მომხმარებელი უნდა გაეცნოს ტრანზაქციის საფასურის განაკვეთს, რაც მდგომარეობს შემდეგში: 

  • ლარი -   საკომისიო - გასატანი თანხის 0% , მინიმუმ 1 ლარი.  
  • კრიპტო - საკომისიო - გასატანი თანხის 0% , მინიმუმ 0.0006 (ბლოკჩეინის) 

8.3.  არაელექტრონული ფორმით ხელშეკრულების გაფორმების შეთხვევაში მომსახურების ტარიფები
შესაძლოა შეიცვალოს და არ ემთხვეოდეს წინამდებარე მომსახურების პირობების 8.2 პუნქტში მითითებულ ტარიფებს. 
8.4. ტრანზაქციის საფასური, სხვა გადასახადები ან/და გადასახადის გადახდის პროცედურა შეიძლება
შეიცვალოს/გადაიხედოს Coinmania.ge-ს  მიერ ცალმხრივად, მსგავსი ცვლილებები ძალაში შედის მათი
საიტზე გამოქვეყნების მომენტისთანავე. 

მუშა

სანდო

მოხერხებული


❤️ თბილისიდან
შპს კოინმანია
საიდენტიფიკაციო კოდი 405 189 166