Polygon (POL) – Polygon ეკოსისტემის მთავარი კრიპტოაქტივი, შექმა 2017 წელს ჯაინტი კანანის (Jaynti Kanani), სანდიპ ნაივალს (Sandeep Nailwal), ანურაგ არჯუნისა (Anurag Arjun) და მიხაილო ბიელიჩის (Mihailo Bjelic) მიერ, Ethereum-ის ქსელის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რათა უზრუნველყოს სწრაფი, ხელმისაწვდომი და მასშტაბური ტრანზაქციები.
POL მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქსელის უსაფრთხოებაში და გამოიყენება, როგორც ტრანზაქციის საკომისიო („გაზი"). ამასთან, POL ტოკენი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში (dApps), გადახდებში, DeFi და Web3 პროექტებში.
Polygon, საკუთარი ბლოკჩეინის გარდა, ხელმისაწვდომია სხვა ბლოკჩეინებზეც, მაგალითად, Ethereum-ზე. ტრანზაქციის საკომისიო, დამუშავების სისწრაფე და ბლოკის გამოსვლის დრო დამოკიდებულია ქსელზე.
1 ბლოკის გამოსვლის საშუალო დრო Ethereum-ის ქსელში: ≈ 12 წამი
1 ბლოკის გამოსვლის საშუალო დრო Polygon-ის ქსელში: ≈ 3 წამი