PONT წარმოადგენს ვირტუალურ აქტივს, რომლის პირველად შეთავაზებასაც ახორციელებს კოინმანია. PONT ტოკენს აქვს ვირტუალური აქტივის ყველა მახასიათებელი და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს კონვერტირებადი ვირტუალური აქტივისათვის განსაზღვრული მიზნებით.
PONT არის კოინმანიის პლატფორმის ტოკენი და წარმოადგენს მომხმარებლებისთვის ქეშბექის დარიცხვის მექანიზმს. ქეშბექების საშუალებით პლატფორმა აჯილდოებს მომხმარებელთა ლოიალურობას, ხელს უწყობს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებასა და მდგრადი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ტოკენის ფასის სტაბილურობასა და გრძელვადიან საინვესტიციო პოტენციალს.
PONT ტოკენის ძირითადი ფუნქციები და სარგებელი:
- ყოველდღიური ავტომატური ქეშბექები PONT ტოკენის მფლობელებისთვის
- შიდა გადარიცხვები (პლატფორმაზე) კოინმანიის მომხმარებლებს შორის
- ბლოკჩეინში გადარიცხვის შესაძლებლობა
- წვდომა სპეციალურ სერვისებსა და აქციებზე
პლატფორმა: Coinmania – სწრაფი ყიდვა-გაყიდვის მეთოდი
შექმნის წელი: 2025
სახელი: PONT
მაქსიმალური რაოდენობა: 1 000 000 000 PONT
საწყისი გაყიდვები (Off-chain): 10 000 000 PONT (მთლიანი რაოდენობის 1%)
დეტალები ქეშბექის დარიცხვის მექანიზმის შესახებ იხილეთ თეთრ ფურცელში.