USDC არის ციფრული სტაბილური კოინი, რომელიც აშშ დოლართან 1:1 გაცვლით კურსს ინარჩუნებს. USDC 2018 წელს შეიქმნა. 1 USDC = 1$. USDC, რომლის გამომშვებიც გლობალური ფინტექი Circle-ია, რეგულირებადი ციფრული დოლარია, რომელიც თავს აერთიანებს ბლოკჩეინის ყველა უპირატესობასა და დოლარის სტაბილურობას.
USDC-ს აქვს ისეთი ბლოკჩეინების მხარდაჭერა, როგორიცაა: Ethereum, Tron, BNB, Solana და სხვა. ტრანზაქციის გადარიცხვის საკომისიო, დამუშავების სისწრაფე და ბლოკის გამოსვლის დრო დამოკიდებულია ცალკეულ ქსელზე.
ბლოკის გამოსვლის საშუალო დრო Ethereum-ის ქსელში: ≈ 12 წამი
სტაბილურობა, გამჭვირვალობა, მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობა და რეგულარული აუდიტები აძლიერებს USDC-ს სანდოობის ხარისხს, რის გამოც ის ფართოდ გამოიყენება გადახდებში, ვაჭრობისა და DeFi აპლიკაციებში.