ძვირფასო მომხმარებლებო,
ბოლო დროს გახშირდა თაღლითური სქემები: თაღლითური ჯგუფები უკავშირდებიან მოქალაქეებს კოინმანიაში დასაქმების დაპირებით, რის სანაცვლოდაც სთხოვენ კოინმანიაზე რეგისტრაციას და საფულის მონაცემების გადაცემას (მომხმარებლის ელფოსტა და პაროლი).
გაცნობებთ რომ, ნებისმიერი მსგავსი შეტყობინება არის თაღლითური ქმედება, რამდენადაც კოინმანია:
1. სატელეფონო ზარით, SMS-ით ან ელფოსტით არავის ჰპირდება დასაქმებას;
2. არასდროს მოგთხოვთ თქვენი საფულის მონაცემების გადაცემას.

გთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, არასდროს გაუზიაროთ თქვენი საფულის მონაცემები სხვას, რეგისტრაციისას არ გამოიყენოთ სხვისი ელფოსტა/პაროლი და არ გახსნათ საფულე სხვისი დავალებით.

კოინმანიასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაამოწმეთ კოინმანიას მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან მეილზე – [email protected] ან მოგვწერეთ ჩატში.

405 189 166

თბილისიდან

გამოგვყევი: