"საქართველოს ბანკში" 23:00 საათიდან 10:00 საათამდე დღის დახურვის გამო შეუძლებელია შემდეგი ოპერაციების შესრულება: ლარის ბალანსის შევსება სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან და ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან, ასევე ლარის გადარიცხვა.

"თიბისი ბანკში" 23:00 საათიდან 00:30 საათამდე ტექნიკური სამუშაოების გამო შეუძლებელია შემდეგი ოპერაციების შესრულება: ლარის ბალანსის შევსება სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან და ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან, ასევე ლარის გადარიცხვა.

არ მაქვს წვდომა ტელეფონის ნომერთან. როგორ მოვიქცე?
თუ ავტორიზაციისას უსაფრთხოების კოდი გეგზავნებათ მობილურში ტელეფონში, მაგრამ აღარ გაქვთ წვდომა ნომერთან, ამ შემთხვევაში საჭიროა ხელახალი ვერიფიკაცია.

ვერიფიკაციის მიზნით, გადმორიცხეთ 1 თეთრი კოინმანიას საბანკო ანგარიშზე თქვენი ინტერნეტ ბანკიდან. 

ამას გარდა, მოგვწერეთ ტელეფონის ნომრის შეცვლის მოთხოვნა შემდეგი სახით:

გთხოვთ შემიცვალეთ ტელეფონის ნომერი.
ძველი ნომერი ....................
ახალი ნომერი ....................

ნომრის შეცვლის მოთხოვნა მოგვწერეთ კოინმანიაზე რეგისტრირებული ელ. ფოსტის მისამართიდან.

რა არის სპრედი?
სპრედი ეწოდება სხვაობას კრიპტოვალუტის გასაყიდ და შესასყიდ ფასებს შორის.

მაგალითი 1. დავუშვათ, კოინმანია 1 ბიტკოინს ყიდის 51 000 დოლარად, ხოლო ყიდულობს 49 000 დოლარად. 
ამ შემთხვევაში სპრედი იქნება 51 000 - 49 000 = 2000 დოლარი. 

მაგალითი 2. დავუშვათ, კოინმანია 1 ბიტკოინს ყიდის Binance ბირჟაზე ბიტკოინის ფასს + 1%, (ეს ფაქტი მოკლედ ჩაიწერება როგორც Binance +1%), ხოლო ბიტკოინს ყიდულობს Binance ბირჟაზე ბიტკოინის ფასს -5% (მოკლე ჩაწერა Binance -5%).

ამ შემთხვევაში სპრედი იქნება 1%- (-5%) = 6%. 

როგორ დავრეგისტრირდე?

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ რეგისტრაციის გვერდს.

როგორ შევცვალო ელ.ფოსტა?
რეგისტრირებულ მომხმარებელს ელ-ფოსტის შეცვლა არ შეუძლია.

როგორ შევიტანო თანხა კოინმანიას ანგარიშზე ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან?
ინტერნეტ ბანკით გადმორიცხვის შემთხვევაში: თქვენ უნდა შეხვიდეთ თქვენს კოინმანიას ანგარიშში, გადახვიდეთ საფულეში, აირჩიოთ Gel და დააჭიროთ შემოტანას, სადაც ნახავთ კომპანიის ანგარიშის ნომრებს.
თქვენი ინტერნეტ ბანკიდან თანხა კოინმანიას ანგარიშის ნომერზე გადმორიცხეთ და დანიშნულებაში თქვენი სარეგისტრაციო ელ.ფოსტა მიუთითეთ.

როგორ შევიტანო თანხა კოინმანიას ანგარიშზე ბანკის აპარატიდან?

აპარატის შემთხვევაში, თანხა უნდა შეიტანოთ კომპანიას ანგარიშზე, საიდენტიფიკაციო კოდი: 405 189 166; მიმღები: „შპს კოინმანია“. დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სარეგისტრაციო ელ.ფოსტა.

რატომ არ მაწერინებს დანიშნულებაში @ ნიშანს საქართველოს ბანკიდან გადმორიცხვის შემთხვევაში?

ელ.ფოსტაში @ ნიშანი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სამი წერტილით(…).

როგორ მოვიქცე, თუ დანიშნულებაში ელ-ფოსტის მითითება დამავიწყდა?

ასეთ შემთხვევაში უნდა დაგვიკავშირდეთ მეილზე - [email protected], ტელეგრამში ან კონტაქტებში მითითებულ ნომერზე და გამოგვიგზავნოთ
1. ჩამრიცხავის პირადი ნომერი
2. თანხის ოდენობა
3. ელ.ფოსტა (კოინმანიას მომხმარებლის)

რამდენ ხანში შესრულდება ლარის გადარიცხვა კოინმანიადან საბანკო ანგარიშზე?

ლარის გადარიცხვა ხდება მყისიერად.
საქართველოსა და თიბისის საბანკო ანგარიშებზე თანხას მიიღებთ 5 წუთის განმავლობაში.
სხვა ბანკის ანაგარიშის ნომერზე გადარიცხვას შესაძლოა 30 წუთიდან 2 საათამდე დასჭირდეს, ხოლო 17:00 საათის შემდეგ გადარიცხული თანხა აისახება შემდეგი სამუშაო დღის 12 საათამდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 23 საათიდან დილის 4 საათამდე ბანკები შეფერხებით მუშაობენ და ტრანზაქცია, შესაძლოა, დაგვიანებით შესრულდეს.

რამდენ ხანში შესრულდება კრიპტოს გადარიცხვა?

კრიპტოს გადარიცხვის დრო დამოკიდებულია ბლოკის გამოსვლაზე.
კოინმანიას საკომისიოები უზრუნველყოფს, რომ ტრანზაქცია პირველივე ბლოკში ჩაჯდეს.

რამდენია კოინმანიადან საბანკო ანგარიშზე ლარის გადარიცხვის საკომისიო?

კოინმანიადან საბანკო ანგარიშზე ნებისმიერი ოდენობის ლარის გადარიცხვის საკომისიო 1 ლარია.

კრიპტოს გადარიცხვის საკომისიო რამდენია?

კრიპტოს გადარიცხვის საკომისიოს სანახავად შედით ტარიფებში.
იმის გასაგებად, თუ რამდენია ეს ოდენობა ლარში კონკრეტულ მომენტში, სასურველი კრიპტოვალუტის ყიდვის გრაფაში ჩაწერეთ ეს ოდენობა.
კრიპტოს გადარიცხვის საკომისიო ფიქსირებულია და არ არის ოდენობაზე დამოკიდებული.

აქვს თუ არა ლიმიტები კოინმანიას?

კოინმანიას ლიმიტები არ აქვს. თქვენთვის სასურველი ოდენობა შეგიძლიათ გადარიცხოთ ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად.

რა არის ექსპრეს გადარიცხვა?

ექსპრეს გადარიცხვა კრიპტოს ან ლარის გადარიცხვის მეთოდია, რომელიც კოინმანიას მომხმარებლებს შორის ხორციელდება. ექსპრეს გადარიცხვის საკომისიოა 0% და ტრანზაქცია მყისიერად ესახება მიმღებს.

როგორ ვნახო ჩემი კრიპტოს მისამართი?

კრიპტოს მისამართის სანახავად უნდა შეხვიდეთ საფულეში, აირჩიოთ სასურველი კრიპტო და შემდეგ დააწკაპოთ ღილაკს „შემოტანა“. მისამართის გვერდით არის საჯარო დავთარი, სადაც თქვენს მისამართს ბლოკჩეინში იხილავთ.

როგორ შევამოწმო კონფირმაციები?

Blockchain საფულეში კონფირმაციების შესამოწმებლად
1. გახსენით Blockchain აპლიკაცია
2. აპლიკაციის ქვედა ნაწილში დააჭირეთ მარჯვნიდან მეორე ღილაკს, წარწერით “Transactions”
3. ტრანზაქციების ჩამონათვალში სასურველი ტრანზაქციის სტრიქონში დააჭირეთ წითელ წარწერას - SENT
4. Status განყოფილებაში თუ წერია Pending (0/3), ეს ნიშნავს, რომ ტრანზაქცია დაუდასტურებელია. ტრანზაქციებს ადასტურებენ მაინერები.
კოინმანიას საფულეში გადმორიცხული თანხა ჩაირიცხება მას შემდეგ, რაც Pending-ის მარჯვნივ ეწერება (1/3).

როგორ აღვადგინო Google Authenticator?

ელ.ფოსტაზე [email protected] გამოგვიგზავნეთ ტექსტი:
"გთხოვთ, გამომიგზავნოთ Google Authenticator-ის აქტივაციის კოდი"
აუცილებელია, წერილი გამოიგზავნოს კოინმანიას საიტზე რეგისტრირებული ელ. ფოსტიდან.
Google Authenticator აქტივაციის კოდს მიიღებთ ელ.ფოსტაზე.

როგორ დავაყენო Google authenticator?

გადმოწერეთ Google Authenticator-ის აპლიკაცია. გახსენით და ქვედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს.
აირჩიეთ Enter a Provided Key.
Account Name გრაფაში შეგიძლაით, ჩაწეროთ “Coinmania”
Your key გრაფაში ჩააკოპირეთ ელ.ფოსტაზე მიღებული კოდი.
დააჭირეთ ADD ღილაკს.
ამის შემდეგ აპლიკაციის მიერ ნაჩვენები ექვსნიშნა კოდი გამოიყენეთ კოინმანიას საიტზე.

მუშა

სანდო

მოხერხებული


❤️ თბილისიდან
შპს კოინმანია
საიდენტიფიკაციო კოდი 405 189 166